პრესრელიზი
12 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/
„თეგეტა მოტორსი" თელავში ახალ ფილიალს ხსნის
გუშინ, 11 დეკემბერს კომპანია „თეგეტა მოტორსმა" ქ. თელავში ახალი სერვისცენტრი გახსნა (დ. აღმაშენებლის ქუჩა 62ა). საქართველოს მასშტაბით „თეგეტა მოტორსისთვის" ეს უკვე მე-18 ფილიალია.
ახალ ობიექტზე მომხმარებელს კონსულტაციას გაუწევს პროფესიონალი და კვალიფიციური პერსონალი. ადგილზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში ცნობილი პრემიუმ ბრენდების პროდუქციის ფართო ასორტიმენტი: საბურავები, აკუმულატორები, საავტომობილო და ინდუსტრიული ზეთები, ფილტრები, დისკები, ამორტიზატორები, სათადარიგო ნაწილები, ავტომობილის მოვლის საშუალებები.
„თეგეტა მოტორსი" დღეს 300-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის პრემიუმ ბრენდების: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF, TRW, Thermo King და სხვა. ხოლო აზერბაიჯანსა და სომხეთში, ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლებით სარგებლობლობს საავტომობილო ზეთების პრემიუმ ბრენდზე Shell.
"თეგეტა მოტორსი" უნივერსალური კომპანიაა, რომელიც კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც გულისხმობს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე „თეგეტა მოტორსი" მრავალფუნქციურ სერვისცენტრს სომხეთში გახსნის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც 17 წლის განმავლობაში დაუგროვდათ, სხვა ქვეყნებისთვისაც საინტერესოა.